1. გადაცემის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

ა) თხოვნის მიმღები დაწესებულების სახელწოდებას;

ბ) ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას და თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის კანონის ტექსტს, რომლის საფუძველზეც ეს ქმედება ითვლება დანაშაულად;

გ) გადასაცემი პირის სახელს, გვარს, მამის სახელს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს ან ადგილსამყოფელს, შეძლებისდაგვარად გარეგნობის აღწერას და მისი პიროვნების შესახებ სხვა ცნობებს;

დ) ზარალის ოდენობას, რომელიც მიყენებულ იქნა დანაშაულის შედეგად;

2) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის პირის გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს დაპატიმრების შესახებ დადგენილების დამოწმებული ასლი.

3. განაჩენის სისრულეში მოსაყვანად გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს განაჩენის დამოწმებული ასლი ნიშნულით მისი კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ და სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის იმ დებულების ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი არის გასამართლებული. თუ მსჯავრდებულმა უკვე მოიხადა სასჯელის ნაწილი, მას აღნიშნულის შესახებ ასევე გადაეცემა მონაცემები.

გადაცემის მოთხოვნა და მისი თანდართული დოკუმენტები მზადდება მე-17 მუხლის დებულებების შესაბამისა