1. გადაცემა არ ხდება, თუ:

ა) პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ, არის თხოვნის მიმღები მხარის მოქალაქე;

ბ) მოთხოვნის მიღების მომენტისათვის, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება შეუძლებელია ან განაჩენის გამოტანა არ შეიძლება ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო ანდა სხვა რაიმე კანონიერ საფუძველზე;

გ) იმ პირისადმი, ვის გადაცემასაც მოითხოვენ, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმავე დანაშაულთან მიმართებით გამოტანილ იქნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან საქმის შეწყვეტის თაობაზე დადგენილება;

დ) თხოვნის გამგზავნი ან მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, დანაშაული იდევნება კერძო ბრალდების წესით (დაზარალებულის განცხადებით).

2. გადაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვენ გადაცემას, ჩადენილ იქნა თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზ