1. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობებს განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს იძულებითი აღსრულება.

2. სასამართლო, რომელიც განიხილავს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე შუამდგომლობას, შემოიფარგლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის დადგენით. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს იძულებითი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.

3. იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულებ