1. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს იმ სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს იმ სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ შუამდგომლობაზე.
2. შუამდგომლობას თან ერთვის:
ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან;
ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარე, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად გამოიძახეს სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური ქმედუუნარობის შემთხვევაში, იგი სათანადოდ იქნა წარმოდგენილი;
გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისათვის;
დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე.
3. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე დამოწმებული თარგმანი