1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოთხოვნისამებრ, ერთმანეთს გადასცენ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის გადაცემა წარმოებს იმგვარი ქმედებებისათვის, რომლებიც თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების კანონმდებლობით არის დასჯადი და რომელთა ჩადენისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ერთი წლისა ან უფრო მძიმე სასჯელი.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის გადაცემა წარმოებს იმგვარი ქმედებებისათვის, რომლებიც თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების კანონმდებლობით არის დასჯადი და რომელთა ჩადენისთვისაც პირს, რომლის გადაცემასაც ითხოვენ, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ექვსი თვისა ან უფრო მძიმე სასჯელ