1. ხელშემკვრელ მხარეთა დაწესებულებები ღებულობენ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ იმ მემკვიდრეობის დაცვა ან მართვა, რომელიც მათ ტერიტორიაზე დატოვეს სხვა ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეებმა.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ იმ ხელშემკვრელი მხარის დრიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის მამკვიდრებელი. ხსენებულ წარმომადგენლობას ან დაწესებულებას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ზომების განხორციელებაში.
3. იუსტიციის დაწესებულების შუამდგომლობით, რომელიც კომპეტენტურია აწარმოოს მემკვიდრეობის შესახებ საქმე, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების შეუამდგომლობით, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს, გაუქმდეს ან გადაიდოს.