გადაუდებელ შემთხვევებში, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს მოთხოვნაში მითითებული პირის დროებითი დაპატიმრება, გადაცემის მოთხოვნისა და მოთხოვნის 91-ე მუხლით გათვალისწინებული დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენამდე.
დროებითი დაპატიმრების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, და უნდა შეიცავდეს:
ინფორმაციას, რომელიც აღწერს მოთხოვნაში მითითებულ პირს და რომელიც საკმარისია პირის იდენტიფიცირებისთვის და ინფორმაციას ამ პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ;
მოკლე აღწერას იმ დანაშაულების შესახებ, რომლებისთვისაც მოთხოვნილია პირის დაპატიმრება, და იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოადგენენ ამ დანაშაულებს, მათ შორის, შესაძლებლობის შემთხვევაში, დანაშაულის თარიღს და ადგილმდებარეობას;
განცხადებას მოთხოვნაში მითითებულ პირთან დაკავშირებული დაპატიმრების ორდერის ან გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ; და
განცხადებას, რომ მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება მოთხოვნაში მითითებული პირის გადაცემის მოთხოვნა.
პირი, რომელიც დროებით დაპატიმრებულია, შეიძლება გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილ ვადაში არ მიუღია გადაცემის მოთხოვნა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორც ეს მითითებულია 91-ე მუხლში. თუმცა, პირს შეუძლია განაცხადოს თანხმობა გადაცემაზე ამ ვადის გასვლამდე, თუ ეს ნებადართულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, რაც შეიძლება მალე გადასცეს პირი სასამართლოს.
ის ფაქტი, რომ მოთხოვნაში მითითებული პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელს არ უშლის ამ პირის შემდგომ დაპატიმრებასა და გადაცემას, თუ გადაცემის მოთხოვნა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იქნება მოგვიანები