ნებისმიერ პირს, რომელიც გახდა უკანონო დაპატიმრების ან დაკავების მსხვერპლი, აქვს კომპენსაციის მიღების აღსრულებადი უფლება.

როდესაც პირი საბოლოო გადაწყვეტილებით იქნა მსჯავრდებული ინკრიმინირებული ქმედებისთვის და როდესაც შემდგომში მისი მსჯავრდება გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტი დამაჯერებლად მიუთითებს მართლმსაჯულების განხორციელების ხარვეზზე, პირს, რომელიც დაექვემდებარება დასჯას ასეთი მსჯავრდების შედეგად, უნდა მიეცეს კომპენსაცია სამართლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდება, რომ უცნობი ფაქტის დროულად გაუმჟღავნებლობა მთლიანად ან ნაწილობრივ მას შეერაცხება.

გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ სარწმუნო ფაქტები მიუთითებენ მართლმსაჯულების განხორციელების მძიმე და აშკარა ხარვეზზე, მას შეუძლია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, მიანიჭოს კომპენსაცია პირს, რომელიც დაკავებიდან გათავისუფლდა გამამართლებელი ან ამ მიზეზით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად.

ნაწილი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა და სამართლებრივი დახმარე