დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, იმ პირობით, რომ მოთხოვნა უნდა დადასტურდეს 87-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული არხით.
იმ პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის მიმართაც წინასასამართლო პალატამ 58-ე მუხლის შესაბამისად გამოსცა დაპატიმრების ორდერი, მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებით:
ინფორმაცია, რომელიც აღწერს მოთხოვნაში მითითებულ პირს და რომელიც საკმარისია პირის იდენტიფიცირებისთვის, და ინფორმაციას ამ პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ;
დაპატიმრების ორდერის ასლი; და
ისეთი დოკუმენტები, განცხადებები ან ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაცემის პროცესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, იმ პირობით, რომ ეს მოთხოვნები, სასურველია, არ იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ის მოთხოვნები, რომლებიც ექსტრადიციის მოთხოვნების მიმართ გამოიყენება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებების ან გარიგებების შესაბამისად და, თუ შესაძლებელია, სასამართლოს განსხვავებული ბუნების გათვალისწინებით, იყოს ნაკლებად მკაცრი.
უკვე მსჯავრდებული პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებით:
ამ პირის დაპატიმრების ორდერის ასლი;
გამამტყუნებელი განაჩენის ასლი;
ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მოთხოვნაში მითითებული პირი არის ის პირი, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში; და
თუ მოთხოვნაში მითითებულ პირს შეეფარდა სასჯელი – დანიშნული სასჯელის ასლი და, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – განცხადება უკვე მოხდილი ნებისმიერი დროისა და მოსახდელი დროის შესახებ.
სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში მხარე სახელმწიფომ სასამართლოსთან უნდა გამართოს როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაცია თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის მიხედვით. კონსულტაციების დროს მხარე სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნების შესახე