93-ე მუხლში მითითებული დახმარების სხვა ფორმების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, იმ პირობით, რომ მოთხოვნა უნდა დადასტურდეს 87-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული არხით.

მოთხოვნა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგით:

მოთხოვნის მიზნისა და მოთხოვნილი დახმარების მოკლე აღწერა, მათ შორის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და მიზეზები;

შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია ნებისმიერი პირის ვინაობის ან მისი ადგილსამყოფლის ან ადგილის შესახებ, რომელიც უნდა იქნეს მოძიებული ან იდენტიფიცირებული მოთხოვნილი დახმარების აღმოსაჩენად;

მოთხოვნის საფუძვლად არსებული ძირითადი ფაქტების მოკლე აღწერა;

მიზეზები ან დეტალები ნებისმიერ პროცედურასთან ან მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა იქნეს დაცული;

ისეთი ინფორმაცია, რომელიც, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს მოთხოვნის შესასრულებლად; და

ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც რელევანტურია მოთხოვნილი დახმარების აღმოსაჩენად.

სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე სახელმწიფომ სასამართლოსთან უნდა გამართოს როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაცია თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის მიხედვით. კონსულტაციების დროს მხარე სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნების შესახებ.

წინამდებარე მუხლის დებულებები, შესაბამის შემთხვევაში, ასევე გამოიყენება სასამართლოსთვის წარდგენილი დახმარების თხოვნის მიმარ