74-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, შემდეგნაირად:
პროკურორს შეუძლია საჩივარი წარადგინოს ნებისმიერი შემდეგი საფუძვლით:
პროცედურული შეცდომა,ფაქტობრივი შეცდომა ან
სამართლებრივი შეცდომა;
მსჯავრდებულს, ან პროკურორს ამ პირის სახელით, შეუძლია საჩივარი წარადგინოს ნებისმიერი შემდეგი საფუძვლით:
პროცედურული შეცდომა,ფაქტობრივი შეცდომა,სამართლებრივი შეცდომა, ან
ნებისმიერი სხვა საფუძვლით, რომელიც გავლენას ახდენს სამართალწარმოების ან გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ან სანდოობაზე.
სასჯელი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის ან მსჯავრდებულის მიერ, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, დანაშაულსა და სასჯელს შორის არსებული დისპროპორციის საფუძვლით;
თუ სასჯელის გასაჩივრებისას სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლები, რომელთა გამოც შესაძლებელია მსჯავრდების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება, მას შეუძლია შესთავაზოს პროკურორს და მსჯავრდებულს, წარმოადგინონ საფუძვლები 81-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად და შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდების შესახებ 83-ე მუხლის შესაბამისად;
იგივე პროცედურა გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლო, მხოლოდ მსჯავრდების გასაჩივრებისას, მიიჩნევს, რომ არსებობს სასჯელის შემცირების საფუძველი მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად.
თუ სასამართლო პალატა სხვაგვარად არ დაადგენს, მსჯავრდებული პირი პატიმრობაში რჩება საჩივრის განხილვამდე;
როდესაც მსჯავრდებული პირის პატიმრობაში ყოფნის ვადა აღემატება შეფარდებულ თავისუფლების აღკვეთის ვადას, ეს პირი უნდა გათავისუფლდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ასევე წარდგენილი აქვს პროკურორს, რის გამოც გათავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს ქვემოთ მოცემული (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;
გამართლების შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, შემდეგი პირობების დაცვით:
გამონაკლის შემთხვევებში და, inter alia, გაქცევის კონკრეტული რისკის, ბრალად წაყენებული დანაშაულის სიმძიმისა და გასაჩივრების წარმატების ალბათობის გათვალისწინებით, სასამართლო პალატას, პროკურორის მოთხოვნით, შეუძლია პირის პატიმრობაში დატოვება საჩივრის განხილვამდე;
სასამართლო პალატის მიერ (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.
მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების დებულებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების ან სასჯელის აღსრულება უნდა შეჩერდეს გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადით და საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოების განმავლობაშ