მსჯავრდების შემთხვევაში სასამართლო პალატამ უნდა განიხილოს შესაბამისი დასანიშნი სასჯელი და უნდა გაითვალისწინოს სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომლებიც რელევანტურია სასჯელის შეფარდებისთვის.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება 65-ე მუხლი და სასამართლო პროცესის დასრულებამდე, სასამართლო პალატას, საკუთარი ინიციატივით – შეუძლია, ხოლო პროკურორის ან ბრალდებულის მოთხოვნით – ვალდებულია ჩაატაროს დამატებითი მოსმენა სასჯელის შესახებ, დამატებითი მტკიცებულებების ან მოსაზრებების განხილვის მიზნით, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.

მე-2 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში 75-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პოზიცია მოსმენილი იქნება მე-2 პუნქტში მითითებული შემდგომი მოსმენის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დამატებითი მოსმენის დროს.

სასჯელი უნდა გამოცხადდეს საჯაროდ და, როდესაც შესაძლებელია, ბრალდებულის თანდასწრებით.

ნაწილი 7. სასჯელე