თუ სასამართლო მხარე სახელმწიფოს სთხოვს მისი განკარგულების, მფლობელობის ან კონტროლის ქვეშ არსებული დოკუმენტის ან ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მას კონფიდენციალურად გაუმჟღავნა სახელმწიფომ, მთავრობათშორისმა ორგანიზაციამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, მხარე სახელმწიფომ უნდა მოიპოვოს წარმომშობი სუბიექტის თანხმობა ამ დოკუმენტის ან ინფორმაციის გასამჟღავნებლად. თუ ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტი მხარე სახელმწიფოა, ის ან უნდა დათანხმდეს ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნებას, ან იღებს ვალდებულებას, გამჟღავნების საკითხი გადაჭრას სასამართლოსთან ერთად, 72-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით. თუ დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტი არ არის მხარე სახელმწიფო და თანახმა არ არის გამჟღავნებაზე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სასამართლოს, რომ მას არ შეუძლია დოკუმენტის ან ინფორმაციის მიწოდება დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტის მიმართ კონფიდენციალობის დაცვის შესახებ მანამდე არსებული ვალდებულების გამ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება
მუხლი 73. მესამე მხარის ინფორმაცია ან დოკუმენტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 67. ბრალდებულის უფლებები
- მუხლი 68. დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და მათი მონაწილეობა სამართალწარმოებაში
- მუხლი 69. მტკიცებულება
- მუხლი 70. დანაშაულები მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ
- მუხლი 71. სასჯელები სასამართლოში არასათანადო ქცევისთვის
- მუხლი 72. ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვა
- მუხლი 74. მოთხოვნები გადაწყვეტილების მიღებისთვის
- მუხლი 75. რეპარაცია დაზარალებულებს
- მუხლი 76. სასჯელის დანიშვნა
- მუხლი 77. გამოსაყენებელი სასჯელები
- მუხლი 78. სასჯელის განსაზღვრა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება“, მუხლი 73. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6655925/muxli-73-2/