110-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია წინამდებარე წესდების მე-5 მუხლში მითითებული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს შეუფარდოს შემდეგ სასჯელთაგან ერთ-ერთი:

თავისუფლების აღკვეთა კონკრეტული რაოდენობის წლების ვადით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს მაქსიმუმ 30 წელს; ან

უვადო თავისუფლების აღკვეთა, როდესაც ეს გამართლებულია დანაშაულის უკიდურესი სიმძიმით და მსჯავრდებული პირის ინდივიდუალური გარემოებებით.

თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს:

ჯარიმა „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;

დანაშაულიდან პირდაპირ ან ირიბად მიღებული შემოსავლის, ქონებისა და აქტივების კონფისკაცია, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშ