81-ე მუხლითა და წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, სააპელაციო პალატას აქვს სასამართლო პალატის ყველა უფლებამოსილება.

თუ სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ გასაჩივრებული სამართალწარმოება იყო იმდენად უსამართლო, რომ გავლენა იქონია გადაწყვეტილების ან სასჯელის სანდოობაზე, ან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, ან სასჯელზე არსებითად გავლენა მოახდინა ფაქტობრივმა, სამართლებრივმა ან პროცედურულმა შეცდომამ, მას შეუძლია:

გადაწყვეტილების ან სასჯელის გაუქმება ან შეცვლა; ან

ახალი სასამართლო პროცესის დანიშვნა სხვა სასამართლო პალატის წინაშე.

ამ მიზნებისთვის, სააპელაციო პალატას შეუძლია, ფაქტობრივი საკითხი დაუბრუნოს თავდაპირველ სასამართლო პალატას საკითხის გადასაწყვეტად და შესაბამისი ანგარიშის წარმოსადგენად, ან თავად მოითხოვოს მტკიცებულებები საკითხის გადასაწყვეტად. როდესაც გადაწყვეტილება ან სასჯელი გასაჩივრებულია მხოლოდ მსჯავრდებული პირის ან ამ პირის სახელით მოქმედი პროკურორის მიერ, მისი შეცვლა არ შეიძლება ამ პირის საზიანოდ.

თუ სასჯელის გასაჩივრებისას სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ სასჯელი დანაშაულის არაპროპორციულია, მას შეუძლია სასჯელის შეცვლა მე-7 ნაწილის შესაბამისად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა უმრავლესობის მიერ და გამოცხადდება ღია სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ის მიზეზები, რომლებსაც ის ეფუძნება. ერთხმივობის არარსებობის შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს უმრავლესობისა და უმცირესობის შეხედულებებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, გამოთქვას ინდივიდუალური ან განსხვავებული აზრი.

სააპელაციო პალატას შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება გამართლებული ან მსჯავრდებული პირის დაუსწრებლა