1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, სააპელაციო საბჭოს, ავტორიზაციის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.

2. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.

3. ავტორიზაციის საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.

4. ავტორიზაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან, მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრი