1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.

2. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს ამ წესით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს საკითხის დაბრუნებიდან 1 თვის ვადაში.

3. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

4. ამ თავით განსაზღვრული წესით ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მხოლოდ ერთხე