1. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ცენტრში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების პროცესთან დაკავშირებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას კონკრეტული გარემოების დადგომიდან ან პროცესის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს საჩივარი, თუკი, ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიერ დაირღვევა ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან/და ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.
2. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ექსპერტთა ჯგუფის წევრის/წევრების მიმართ, განიხილება ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საჩივარი, რომელიც წარდგენილია ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების მიმართ, განიხილება ცენტრის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის ფორმა, საჩივრის შედგენისა და განხილვის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.