1. ავტორიზაციის მიზნებისათვის, ამ დანართით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ დაწესებულებებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ტექნიკურ რეგლამენტის –
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებელი დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებამდე.

2. დაწესებულებები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დანართის დამტკიცების შემდეგ, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სანებართვო პირობებს უსაფრთხოებაზე და მისაწვდომობაზე, რაც დასტურდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აქტი