თავი II — სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს და ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, საყოველთაო ხელმისაწვდომობას;
ბ) ადგენს დაწესებულების ავტორიზაციის წესს;
გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;
ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;
ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;
ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ;
თ) ხელს უწყობს დაწესებულების ინფრასტრუქტურულ განვითარებას;
ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3852
- 16.03.2021 კანონი №366
- 05.07.2018 კანონი №3104
- 07.12.2017 კანონი №1639
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს და ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს: ა) ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ბ) ადგენს დაწესებულების ავტორიზაციის წესს; გ) საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება; დ) საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს; ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ; თ) ხელს უწყობს დაწესებულების ინფრასტრუქტურულ განვითარებას; ი) საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.