თავი II — სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3104
- 07.12.2017 კანონი №1639
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.