1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) დაწესებულებათა რაოდენობა;
ბ) დაწესებულების საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა;
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა/აღმზრდელთა რაოდენობა;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.