თავი II — სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისთვის;
ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;
დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში;
ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3449 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3852
- 16.03.2021 კანონი №366
- 20.09.2018 კანონი №3449
- 05.07.2018 კანონი №3104
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისათვის; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩტარჩო დოკუმენდარტს; დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობას; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში; ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.