სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №05/ნ |
|
2019 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი |
|
2. მონიტორინგის სისტემის მიზანია სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის მონიტორინგის განხორციელება, არსებული გამოწვევების დადგენა და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.
3. მონიტორინგის სისტემა ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე.
ა) თვისებრივი მეთოდი – მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდი, რომელიც ეფუძნება თვისობრივ (სიტყვიერ აღწერით) მონაცემებს;
ბ) კლასტერულ-სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა – მონიტორინგის განხორციელების მიზნით საჯარო დაწესებულებების შერჩევის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების შემთხვევითი წესით შერჩევას წინასწარგანსაზღვრული დაწესებულებების ჯგუფებისა და ტიპების (კლასტერებისა და სტრატების) მიხედვით;
გ) მონიტორინგი – სტანდარტების, დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მიმართული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ხორციელდება ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ანგარიშების შემუშავება;
დ) მონიტორინგის ინსტრუმენტების დოკუმენტი – მონიტორინგის მიზნით შემუშავებული ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქციები;
ე) მონიტორი – პირი, რომელიც შემუშავებული გეგმისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების მიხედვით უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებასა და მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის წარდგენას მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის, ასევე მონაწილეობას იღებს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის შედგენაში;
ვ) მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი – პირი, რომელიც ამზადებს მონიტორინგის გეგმას, შეიმუშავებს მონიტორინგის მეთოდოლოგიასა და ინსტრუმენტებს, ამზადებს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშსა და მონიტორინგის წლიურ ანგარიშს, ასევე კოორდინაციას უწევს მონიტორის მიერ მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) რაოდენობრივი მეთოდი – მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდი, რომელიც ეფუძნება რაოდენობრივ (რიცხვით) მონაცემებს.
2. იმ ტერმინებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით არ არის განმარტებული, აქვს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
ა) ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი;
ბ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი (შემდგომში − ხარისხის სტანდარტი).
ა) მონიტორინგის დაგეგმვა;
ბ) მონიტორინგის განხორციელება;
გ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების შემუშავება.
2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ბავშვის განვითარების (აღზრდა-განათლების) სფეროებზე და თემატურ მიმართულებებზე დაკვირვებით.
3. მონიტორინგი ხორციელდება:
ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვებზე დაკვირვებით;
ბ) 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვებზე დაკვირვებით.
4. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის I ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს 0-დან 2 წლამდე ბავშვის ადრეული განვითარების სტანდარტებს, არ ექვემდებარება მონიტორინგს.
2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბავშვის განვითარების სფეროებზე დაკვირვებით.
2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებებით.
ა) საჯარო დაწესებულებების შერჩევას და შერჩევის მეთოდოლოგიურ დასაბუთებას;
ბ) მონიტორინგის მეთოდების აღწერას და მონიტორინგის ინსტრუმენტების დოკუმენტს;
გ) მონიტორინგის განხორციელების ვადებს;
დ) მონიტორთა შერჩევის წესს, მონიტორებისათვის ტრენინგის ჩატარების გეგმას;
ე) ინფორმაციას მონიტორინგის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ;
ვ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავების ინსტრუქციებს და სხვა დამატებით ინფორმაციას საჭიროებისამებრ.
2. სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგი თითოეულ საჯარო დაწესებულებაში ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში.
3. წლის განმავლობაში მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ 45 საჯარო დაწესებულებაში (არანაკლებ 15 დაწესებულებაში მონიტორინგის მე-3 წელი, არანაკლებ 15 დაწესებულებაში – მონიტორინგის მე-2 წელი, ხოლო არანაკლებ 15 დაწესებულებაში – მონიტორინგის პირველი წელი).
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტების დოკუმენტს.
2. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც:
ა) შრომით ურთიერთობაშია მუნიციპალიტეტთან;
ბ) შრომით ურთიერთობაშია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან;
გ) შრომით ურთიერთობაშია იმ საჯარო დაწესებულებასთან, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი;
დ) ნათესაურ კავშირშია იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;
ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;
გ) მეუღლე;
დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;
ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი.
4. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს, რომ მონიტორინგის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ სამინისტროს, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და იმ საჯარო დაწესებულებისთვის, სადაც განხორციელდა მონიტორინგი.
ა) საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში;
ბ) მონიტორინგის წლიური ანგარიში.
2. მონიტორინგის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, მონიტორი უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის წარდგენას მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის.
3. ყველა მონიტორის მიერ მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის წარდგენის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი, მონიტორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის შედგენას.
4. საჯარო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებზე დაყრდნობით, მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის შემუშავებას.
5. საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში, ასევე მონიტორინგის წლიური ანგარიში წარედგინება სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს.
6. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი:
ა) საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშს უგზავნის იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც განხორციელდა მონიტორინგი;
ბ) უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის გაცნობას იმ უწყებებისთვის, რომლებსაც ევალებათ სტანდარტების დანერგვა;
გ) უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.