1. ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:

ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა  და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;

ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

ე) დაწესებულებაში  ადამიანური  რესურსის  კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტა