მუხლი 19. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა
თავი V — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, მიწოდება
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხარდაჭერას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებში.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლების სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხარდაჭერას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებში. 2. საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლების სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.
…6.4 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“ პუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-16, მე-19, 21-ე, 23-ე და 27-ე მუხლები უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. რაც ნიშნავს მუნიციპალიტეტებების ვალდებულებას 2017 წლის 01 ოქტომბრამდე დააფუძნონ ადრეული და…
საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, მუხლი 19, №5366-IIს, 08.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018169 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3310237/muxli-19/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია