მუხლი 23. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება
თავი V — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, მიწოდება
1. დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიწოდებას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად.
2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება 1. დაწესებულება უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების მიწოდებას ბავშვებისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად. 2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
…და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ე“ პუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-16, მე-19, 21-ე, 23-ე და 27-ე მუხლები უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. რაც ნიშნავს მუნიციპალიტეტებების ვალდებულებას 2017 წლის 01 ოქტომბრამდე დააფუძნონ ადრეული და სკოლამდელი…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 22. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— თერჯოლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— ხონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა— ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, მუხლი 23, №5366-IIს, 08.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018169 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3310237/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია