1. დაწესებულებას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს ეზო ან/და გარე სივრცე.  ეზო შემოფარგლული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის მყარი შემოზღუდვით/ღობით. არსებობის შემთხვევაში, ვერტიკალური ღიობები არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მეტრს. შემოზღუდვას/ღობეს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები, წვეტიანი, გამოშვერილი ნაწილები, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს მასთან დაჯახების შემთხვევაში.

2. გარე სივრცედ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შენობის სახურავი (მესამე სართულის იატაკის დონეზე)/ვერანდა, რომელიც შემოსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ. სიმაღლის მყარი შემოზღუდვით. ყველა სავენტილაციო დგარი უნდა იყოს დაჯგუფებული და აცდეს სახურავის დონეს არანაკლებ 3მ-ის სიმაღლეზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება განთავსებულია შენობაში, რომელიც პარალელურად გამოიყენება სხვა საქმიანობისთვის, დაწესებულების ეზოში/გარე სივრცეში გამოყოფილი უნდა იყოს იზოლირებული  სივრცე ბავშვებისთვის.

4. ეზოში/ გარე სივრცეში განთავსებული უნდა იყოს მზისგან და წვიმისაგან დამცავი საშუალება/საჩრდილობელი.

5. ეზოში/გარე სივრცეში განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო აღჭურვილობა (შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც ინდივიდუალური, ისე კომბინირებული კონსტრუქცია) და სივრცეები:

ა) სასრიალო;

ბ) საქანელა;

გ) საქვიშე;

დ) სათამაშო სახლი/კარავი/სივრცე განმარტოებისთვის;

ე) სკამები/ დასაჯდომი და მაგიდა;

ვ) სივრცე მოწყობილი და აღჭურვილი დრამატული თამაშებისთვის;

ზ) საცოცი/ასაძრომი და გასაძრომი კონსტრუქციები;

თ) ბალანსის აღჭურვილობა;

ი) სივრცე მოწყობილი სენსორული განვითარებისთვის.

6. ეზოს/ გარე სივრცის მოწყობილობა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, დამზადებული იქნეს გლუვზედაპირიანი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გამოყენებას, მყარად დამაგრებასა და ტრავმის თავიდან აცილებას.

7. ეზოში/ გარე სივრცეში იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ბავშვის გადმოხტომა ან გადმოვარდნა 50 სმ და მეტი სიმაღლიდან, შესაბამისი ზედაპირი რბილი საფარით უნდა დაიფაროს (მაგ. ხის ანათალით, ნახერხით, ბალახის საფარით, ქვიშით, რბილი ხელოვნური ზედაპირით და სხვა.)

8. ეზოს/გარე სივრცის თავშეყრის ადგილებში (მაგრამ არა ფიზიკური აქტივობის ზონებში) უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რომელიც ამ თვისებას დასველების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს. ასეთი ზედაპირი შეიძლება იყოს: ასფალტი, დაღერღილი ქვა, ხაოიანი ზედაპირის კერამიკული ფილები და მათი ანალოგი ან სხვა საფარი. აკრძალულია შემდეგი ტიპის ზედაპირის გამოყენება:  პრიალა ქვის ფილები, ბეტონი, მახვილკიდეებიანი ფილები, უხეში ღორღი.

9. ეზოს/ გარე სივრცის ტერიტორიაზე უნდა იყოს განათების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს შენობამდე დაუბრკოლებლად მისვლას.

10. ეზოს/გარე სივრცის მინიმალური ფართი ერთ ბავშვთან მიმართებაში უნდა იყოს არანაკლებ 3 კვ.მ. აღნიშნული თანაფარდობა შესაძლებელია არ იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მდებარეობს სახელმწიფო სარგებლობაში არსებული სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე/მომიჯნავედ. სარეკრეაციო ზონის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებას გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება/მემორანდუმი სარეკრეაციო ზონის მფლობელთან ტერიტორიის გამოყენებასთან დაკავშირები