1. ნებისმიერი ნივთი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენასთან ან რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში, გადაცემული უნდა იქნეს შემკითხველი მხარისათვის, მაშინაც კი, თუ პირის გადაცემის განხორციელება შეუძლებელია მისი არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო.
2.შემსრულებელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს ნივთების გადაცემა, თუ ისინი მისთვის საჭიროა სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის.
3.აღნიშნულ ნივთებზე მესამე პირთა უფლებები დაცულია. ასეთი ნივთები უნდა დაუბრუნდეს შემსრულებელ მხარეს შესაბამისი პირებისათვის გადასაცემად.
მუხლი 66
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 63. შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ
- მუხლი 65. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგები
- მუხლი 46. ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ
- მუხლი 64. წარმოება შუამდგომლობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის
- მუხლი 56. სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლები
- მუხლი 80. გადაცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ურთიერთობის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 66. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-66/