1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არანაკლებ წელიწადში ერთხელ უგზავნიან ინფორმაციას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეების მიმართ მათ ტერიტორიაზე გამოტანილი და აღსრულებელი განაჩენების შესახებ.
2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე და აგრეთვე იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართ უკვე წარმოებდა სისხლის სამართლებრივი დევნა შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე.
3. ამ მუხლის 1-ლ და 2-ე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაუგზავნონ ერთმანეთს მსჯავრდებულ პირთა თითის ანაბეჭდები.
მუხლი 68
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 68. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-68/