1. 63-ე მუხლში გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით მოთხოვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მოთხოვნის წარმომდგენი ორგანოს დასახელება;
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ეხება მოთხოვნაში აღნიშნული დანაშაულის საგანს, დანაშაულის დროისა და ადგილის ჩათვლით;
გ) შესაძლებლობის ფარგლებში მონაცემებს ეჭვმიტანილის ვინაობის, მოქალაქეობის, ადგილსამყოფელის ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
2.მოთხოვნას თან ერთვის ქვემოთ მითითებული დოკუმენტები:
ა) მოთხოვნის წარმომდგენი მხარის ენაზე შედგენილი გამოძიების მასალები ან დედანთან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლები;
ბ) სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი ხასიათის ნივთები და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 67-ე მუხლის დებულებები;
გ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება დანაშაულად არის მიჩნეული;
დ) ეჭვმიტანილის ფოტოსურათი, აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად მისი თითის ანაბეჭდი.
3.ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე აცნობებს მეორე მხარეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგებს და უგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების ასლს.
მუხლი 64
თავი III — ნაწილი I. სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 63. შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ
- მუხლი 64. წარმოება შუამდგომლობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის
- მუხლი 65. სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგები
- მუხლი 80. გადაცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ურთიერთობის წესი
- მუხლი 46. ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ
- მუხლი 72. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მოვალეობა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 64. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1209866/muxli-64/