თავისუფლების აღკვეთის სასჯელის აღსრულება ხორციელდება სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელ ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტებს.
პატიმრობის პირობები წესრიგდება აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობით და უნდა შეესაბამებოდეს პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელ ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტებს; ასეთი პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უფრო მეტად ან ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ის პირობები, რომლებითაც სარგებლობენ აღსრულების სახელმწიფოში მსგავსი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები.
სასჯელშეფარდებულ პირსა და სასამართლოს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს შეუფერხებელი და კონფიდენციალურ