მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან ხელშეკრულებების დადების შესაძლებლბას, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებულ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ორგანოები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარება გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში. ასეთი შეთანხმებების ან ხელშეკრულებების არარსებობისას, ერთობლივი გამოძიება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმ მონაწილე სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს ასეთი გამოძიებ