1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღებს სათანადო ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის სამართალწარმოების პროცესში იმ მოწმეთა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ნათესავებისა და ახლობლების შესაძლო შურისძიებისაგან ან დაშინებისაგან დაცვას, რომლებიც იძლევიან ჩვენებას ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ზომები მსჯავრდებულის უფლებების, მათ შორის, სამართლიანი პროცესის უფლების შეულახავად, შეიძლება მოიცავდეს:
a) აღნიშნულ პირთა ფიზიკური დაცვის პროცედურების დადგენას, როგორიცაა, აუცილებლობის და შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი სხვა ადგილას გადაყვანას და, თუ საჭიროება მოითხოვს, მათი პიროვნებისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არგახმაურება ან შეზღუდული გახმაურება;
b) ისეთი პროცესუალური ნორმების დაწესებას, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენების მიცემისას მოწმის უსაფრთხოების დაცვას, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოკავშირის ან სხვა ადექვატური საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება.
3. მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა ადგილმდებარეობის შეცვლის მიზნით სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების ან შეთანხმებების დადების შესაძლებლობას.
4. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება დაზარალებულთა მიმართაც, თუ ისინი არიან მოწმეებ