1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, საჭიროების მიხედვით, შეიმუშავებს, განავითარებს ან გააუმჯობესებს კონკრეტულ მოსამზადებელ პროგრამებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, მათ შორის,, პროკურორების, გამომძიებლების, საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა პირებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილებაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ეს პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს თანამშრომლეთა მივლინებებსა და გაცვლას. კერძოდ, რამდენადაც ეს დაშვებულია შიდა კანონმდებლობით, აღნიშნული პროგრამები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:
a) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მეთოდები;
b) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა მარშრუტები და მათ მიერ გამოყენებული მეთოდები, მათ შორის, სატრანზიტო ქვეყნებში, და შესაბამისი კონტრ-ღონისძიებები.
c) კონტრაბანდის გადაადგილების კონტროლი;
d) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების და მოწყობილობების და ამ შემოსავლების, ქონების და მოწყობილობების გადაცემის, დაფარვის ან შენიღბვის სხვა საშუალებების და მეთოდების გამოვლენა და მონიტორინგი (კონტროლი),აგრეთვე ფულის ლეგალიზაციის და სხვა ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები;
e) მტკიცებულებათა შეგროვება;
f) თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და პორტებში კონტროლის განხორციელების მეთოდები;
g) სამართალდამცავი მიზნებისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა და მეთოდები, მათ შორის,, ელექტრონული მეთვალყურეობა, კონტროლირებადი მიწოდება და აგენტურული ოპერაციები.
h) კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო ქსელების ან თანამედროვე ტექნოლოგიის სხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; და
i) დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვის ხერხები.
2. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კვლევითი და მოსამზადებელი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ამავე მიზნით გამართავენ რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის, სატრანზიტო ქვეყნების განსაკუთრებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კადრების მომზადებისა და სხვა ტექნიკურ საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეთა ექსტრადაციას და სამართლებრივ ურთიერთდახმარებას. აღნიშნული დახმარება შეიძლება მოიცავდეს ენის სწავლებას, მივლინებებსა და თანამშრომელთა გაცვლას შესაბამისი ფუნქციების მქონე ცენტრალურ ორგანოებს ან დაწესებულებებს შორის.
4. ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები, საჭიროების მიხედვით, გააქტიურებენ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად აამაღლონ პრაქტიკული და სასწავლო ღონისძიებების ეფექტურობა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების და სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების და ხელშეკრულებების ფარგლებშ