1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანი უზრუნველყოფს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციას აუცილებელი სამდივნო მომსახურებით.

2. სამდივნო:

a) მონაწილეთა კონფერენციას დახმარებას გაუწევს ამ კონვენციის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში და მოაგვარებს მონაწილეთა კონფერენციის სხდომებთან დაკავშირებულ ტექნიკურ და სხვა სახის მომსახურების საკითხებს;

b) მონაწილე სახელმწიფოებს, მათი თხოვნით, დახმარებას გაუწევს მონაწილეთა კონფერენციისთვის ამ კონვენციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაში; და

c) უზრუნველყოფს სხვა შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სამდივნოებთან აუცილებელ კოორდინაცია