1. ეს კონვენცია ყველა სახელმწიფოსათვის ხელმოსაწერად ღიაა 2000 წლის 12-დან 15 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ პალერმოში, ხოლო შემდგომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, ქალაქ ნიუ-იურკოში, 2002 წლის 12 დეკემბრამდე.
2. ეს კონვენციას ასევე ღიაა ხელმოსაწერად ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციებისათვის იმ პირობით, რომ ასეთი რეგიონალური ორგანიზაცისი ერთ წევრ სახელმწიფოს მაინც აქვს ეხლი მოწერილი ამ კონვენციაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.
3. ეს კონვენცია ექვემდებარეა რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.რატიფიკაციის სიგელი, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია მოახდინოს თავისი რატიფიკაციის სიგელის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირება, თუ მისმა ერთმა წევრმა სახელმწიფომ მაინც მოახდინა აღნიშნული დოკუმენტის დეპონირება. რატიფიკაციის სიგელის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტში ასეთმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს თავისი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
4. ეს კონვენცია მიერთებისთვის ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის იმ რეგიონული ორგანიზაციისთვის, რომლის ერთი წევრი მაინც არის ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან; მიერთების დროს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს თავისი კომტენციის ფარგლები ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახე