1. ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ცვლილების შეტანის შესახებ და გადასცეს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ წინადადებას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გაუგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს და კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას. მონაწილეთა კონფერენცია ყოველმხრივ უნდა ეცადოს, რომ თითოეულ ცვლილების პროექტზე მიღწეულ იქნეს კონსენსუსი. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოიწურა და შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ უკიდურესი საშუალების სახით, ცვლილების მიღებისათვის საჭიროა მონაწილეთა კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედი.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ იმდენი ხმით, ამ კონვენციის რამდენი მონაწილე სახელმწიფოც არის მათი წევრი.ამ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ხმის მიეცემა, თუ ხმის მიცემის უფლებას ახორციელებს მათი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღებული ცვლილება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას მონაწილე სახელმწიფოების მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღებული ცვლილება მონაწილე სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მის მიერ ამ ცვლილების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან 90-ე დღეს.

5. ძალაში შესვლის შემდეგ ცვლილება სავალდებულოა იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა მათთვის ამ ცვლილების სავალდებულოობაზე. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ კონვენციის დებულებები და მათ მიერ ადრე რატიფიცირებული, მიღებული ან დამტკიცებული ცვლილება რჩება სავალდებულ