1. ამ კონვენციას შეიძლება დაემატოს ერთი ან რამდენიმე ოქმი.

2. იმისათვის, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გახდეს ოქმის მონაწილე, ის უნდა იყოს ამ კონვენციის მონაწილეც.

3. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსთვის ოქმი არ იქნება სავალდებულო, თუ იგი არ გახდება ოქმის მონაწილე მასში დადგენილი წესით.

4. ამ კონვენციის ნებისმიერი ოქმი უნდა განიმარტოს კონვენციასთან ერთობლიობაში, ამ ოქმის მიზნების გათვალისწინები