1. ეს კონვენცია ძალაში შედის მე-40 სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებიდან 90-ე დღეს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ დეპონირებული არცერთი დოკუმენტი არ ჩაითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტების დანამატად.
2. ყოველი სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომელმაც მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდა მას მე-40 დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღე