1. წინამდაბარე კონვენციის საფუძველზე იქმნება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია, რომლის მიზანია მონაწილე სახელმწიფოების ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდა, აგრეთვე, ამ კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა და იმპლემენტაციის მიმდინარეობის განხილვა.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილეთა კონფერენციას იწვევს ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. მონაწილეთა კონფერენცია იღებს რეგლამენტს და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის მარეგულირებელ წესებს (მათ შორის, წესებს ამ საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების გადახდის შესახებ).
3. მონაწილეთა კონფერენციამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მექანიზმების შესახებ, მათ შორის,:
a) ამ კონვენციის 29-ე, 3,-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაწილე სახელმწიფოთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, ნებაყოფლობითი შენატანების მობილიზაციის გზით;
b) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ფორმებისა და ტენდენციების, აგრეთვე მასთან წარმატებული ბრძოლის ხერხების შესახებ მონაწილე სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა;
c) შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაცებთან თანამშრომლობა;
d) კონვენციის იმპლემენტაციის მიმდინარეობის პერიოდული განხილვა;
e) ამ კონვენციისა და მისი იმპლემენტაციის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის (d) და (e) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, მონაწილეთა კონფერენცია მოიპოვებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების და მათ წინაშე ამ თვალსაზრისით არსებული სიძნელეების შესახებ აუცილებელ ცოდნას მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და განხილვის იმ დამატებითი მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც შეიძლება დაადგინოს მონაწილეთა კონფერენციამ.
5. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, მონაწილეთა კონფერენციის მოთხოვნით, წარუდგენს მას ამ კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პროგრამებს, გეგმებს და მეთოდებს, აგრეთვე საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების აღწერა