1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს შესაძლებლობას, რომ სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციების მეშვეობით შეისწავლოს თავის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციები, ის პირობები, რომლებშიც ორგანიზებულ დანაშაულს უწევს არსებობა და ამ საქმიანობაში ჩართული პროფესიული ჯგუფები და ტექნოლოგიები.
2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების განვითარებისა და ამ ცოდნის ერთმანეთს შორის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით გაზიარების შესაძლებლობა.
3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს თავისი პოლიტიკისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული ზომების მონიტორინგის, ასევე მათი ეფექტურობის და ხარჯეფექტურობის შეფასების შესაძლებლობ