1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღებს ზომებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისათვის დახმარების აღმოსაჩენად და მათ დასაცავად, განსაკუთრებით, როდესაც ადგილი აქვს შურისძიებას ან დაშინებას.
2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო დაადგენს სათანადო პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შედეგად დაზარალებულ პირებს კომპენსაციით და რესტიტუციით.
3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შიდა კანონმდებლობის დაცვით, უზრუნველყოფს მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე დაზარალებულის მოსაზრებების გაცნობას, დაცვის მხარის უფლებათა შეულახავა