1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს სათანადო ზომებს იმ პირთა წასახალისებლად, რომლებიც მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებში, რათა მათ:
a) კომპეტენტურ ორგანოებს, გამოძიებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, წარუდგინონ სასარგებლო ინფორმაცია;
i. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ხასიათის, შემადგენლობის, სტრუქტურის, ადგილმდებარეობის ან საქმიანობის შესახებ;
ii. დამნაშავეთა სხვა ორგანიზებულ ჯგუფებთან კავშირის, მათ შორის, საერთაშორისო კავშირების შესახებ;
iii. იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც ჩაიდინეს ან შეიძლება ჩაიდინონ დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფებმა.
b) კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფებისათვის რესურსების და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევას.
2. შესაბამის შემთხვევებში თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობას იმ ბრალდებული პირისთვის, რომელიც არსებით თანამშრომლობას ეწევა ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან.
3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, განიხილავს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტისმინჭიების შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც არსებითად თანამშრომლობს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულის საქმეებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან.
4. აღნიშნულ პირთა დაცვა ხორციელდება ამ კონვენციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს, რომელიც იმყოფება ერთ-ერთ მონაწილე სახელმწიფოში, შეუძლია არსებითად ითანამშრომლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, ამ მონაწილე სახელმწიფოებს, თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მეორე სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოპყრობის უზრუნველყოფა