1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, მიიღებს ზომებს, მათ შორის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები თავიანთ შიდა კანონმდებლობაში უნდა გაითვალისწინონ მათი ტრანსნაციონალური ხასიათის და დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირისაგან დამოუკიდებლად, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მე-5 მუხლი დანაშაულის სავალდებულო ელემენტად აწესებს დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირს.

1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს უფრო მკაცრი ან მძიმე ზომები, ვიდერ ამ კონვენციითაა გათვალისწინებულ