1. ამ ოქმის იმპლემენტაცია ევალება, ერთის მხრივ, საქართველოს საბაჟო უწყებას და, მეორეს მხრივ ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებს და შესაბამის შემთხვევებში წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს ოქმის იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ყველა ზომის და ღონისძიების შესახებ, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით.
2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს და მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, იმპლემენტაციის იმ კონკრეტული წესების შესახებ, რომლებიც მიღებულია ოქმის დებულებების შესაბამისა