1.         ევროკავშირის და წევრი ქვეყნების შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ეს ოქმი:

(a)      გავლენას არ იქონიებს მხარეების ვალდებულებებზე რომლებიც აღებულია ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმების თუ კონვენციის საფუძველზე;

(b)      ავსებს ურთიერთდახმარების შეთანხმებებს, რომლებიც დადებულია ან შეიძლება დაიდოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და საქართველოს შორის; და

(c)      გავლენას არ იქონიებს კავშირის იმ ნორმებზე, რომლებიც აწესრიგებს კომუნიკაციას ევროკომისიის კომპეტენტურ სამსახურებსა და წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებების შორის, ამ ოქმის საფუძველზე მოპოვებული ისეთი ინფორმაციის გაცვლაზე, რომლითაც შეიძლება დაინტერესებული იყოს კავშირი.

2.         პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ამ ოქმის დებულებებს ენიჭება უპირატესი ძალა ნებისმიერ ორმხრივი ურთიერთდახმარების შეთანხმებებთან მიმართებაში, რომელიც დადებულია ან შეიძლება დაიდოს წევრ ქვეყნებს და საქართველოს შორის, თუ ამ ორმხრივი შეთანხმების დებულებები არ შეესაბამება ოქმის დებულებებ