2.  ნებისმიერი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ხდება ამ შეთანხმების მხარე და რომლის არც ერთი წევრი არ არის ამ შეთანხმების მხარე, ვალდებული იქნება ამ შეთანხმებით განსაზღვრული ყველა  მოვალეობის შესრულებაზე. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი არის ამ შეთანხმების მხარე, ამ ორგანიზაციამ და მისმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მათ შესაბამის პასუხისმგებლობებზე ამ შეთანხმების შესაბამისად მათი ვალდებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, ორგანიზაციას და მხარეებს არ ექნებათ უფლება, რომ განახორციელონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები ერთდროულად.

3. მათი რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტებით, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციებმა უნდა განაცხადონ საკუთარი კომპეტენციის მასშტაბის შესახებ, ამ შეთანხმების მიხედვით რეგულირებად საკითხებზე. ამ ორგანიზაციებმა ასევე უნდა აცნობონ დეპოზიტარს მათი კომპეტენციის ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს ამის თაობაზე მხარეებ