2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმი მოიცავს კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ექსპერტები და რომელსაც ექნება ხელშემწყობი ხასიათი და იმუშავებს გამჭვირვალედ, კონფრონტაციის და სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების გარეშე. კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მხარეების შესაბამის ეროვნულ შესაძლებლობებს და გარემოებებს.

3. კომიტეტი იმუშავებს იმ ფორმით და იმ პროცედურების შესაბამისად, რომლებსაც მიიღებს მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე და წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს მხარეთა კონფერენციას, მოქმედს როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომ