2. მხოლოდ ამ მუხლის პირველი პარაგრაფის შეზღუდული მიზნისთვის, "სათბურის გაზების სრული გლობალური ემისია" ნიშნავს უახლეს რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელიც შეტყობინებულია მხარეების მიერ ამ შეთანხმების მიღების თარიღისთვის ან ამ თარიღამდე.
3. თითოეული სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციისთვის, რომელიც ახდენს ამ შეთანხმების რატიფიკაციას, დამტკიცებას ან აღიარებას ანდა უერთდება მას იმის შემდეგ, როდესაც ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ძალაში შესვლის პირობები შესრულებულია, ეს შეთანხმება ძალაში შევა ამ სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ მისი რატიფიკაციის, დამტკიცების, მიღების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.
4. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიზნებისთვის, ეკნომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დეპონირებული ნებისმიერი ინსტრუმენტი არ ჩაითვლება მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული ინსტრუმენტების დამატებით დოკუმენტა